„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებში დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:55, 08 Oct, 2016     1822

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის არჩევნების დღეზე დაკვირვების პროგრამას.

სადამკვირვებლო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების 8 საარჩევნო ოლქს, კერძოდ # 46 ნინოწმინდა - ახალქალაქის, # 35 და # 36 მარნეულის, # 33 ბოლნისის, # 34 დმანისი-წალკა-ბოლნისის, # 31 გარდაბნის, # 32 თეთრიწყარო-გარდაბნისა და # 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქებს.

სადამკვირვებლო პროგრამაში ჩართულია 294 დამკვირვებელი, მათ შორის 227 საუბნო, 59 მობილიური ჯგუფის, 6 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 2 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. სადამკვირვებლო პროგრამა სრულად ფარავს მარნეულის # 35 და # 36, ასევე # 46 ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებს.

არჩევნების დღის სამონიგორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მობილიზებულია 9 სატელეფონო ცენტრის ოპერატორი, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან რეგულარულად იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.

გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და სადამკვირვებლო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი. 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

# 35 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 37 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს 07:00 საათისათვის. კომისიის წევრებმა მას განუცხადეს, რომ მას უფლება მიეცემოდა უბანზე შესულიყო 08:00 საათისათვის. აღნიშნულ ფაქტთნ დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარეს დაუკავშირდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რის შემდეგაც ორგანიზაციის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე დაუშვეს.

# 35 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 53 საარჩევნო უბანზე არ ჩატარდა წილისყრის პროცედურები კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. შესაბამისად, ფუნქციები ინდივიდუალურად იქნა მიკუთვნებული კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის წევრებისათვის.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი. მსგავსი ხასიათის ინციდენტი დაფიქსირდა # 35 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე.

# 35 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 34 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა არაუფლებამოსილი პირის მიერ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს. ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ ინციდენტის გაპროტესტების შემდგომ აღნიშნულმა პირმა დატოვა საარჩევნო უბნის ტერიტორია.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 5 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკონტროლო ფურცელი საარჩევნო ურნაში განთავსდა მესამე ამომრჩევლის მისვლისას.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 89 საარჩევნო უბანზე მარკირება არ გაუკეთდა ერთ ამომრჩეველს. ასევე, წილისყრის შედეგები არ იქნა დადასტურებული კომისიის თავმჯდომარის ბეჭდით. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 71 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურების გასატარებლად კომისიის წევრებს გაატანეს ბიულეტენები, რომლებიც მხოლოდ ბეჭდით იყო დამოწმებული და არ ქონდათ დატანილი კომისიის რეგისტრატორის ხელმოწერა.

# 46 ნინოწმინდა -ახალქალაქის საარჩევნო ოლქის # 9 საარჩევნო უბანზე (სოფელი ალასტანი) ადგილი ქონდა არასათანადო დოკუმენტით (მართვის მოწმობით) ხმის მიცემის მცდელობას, რომელიც ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ აღკვეთილ იქნა.

# 46 ნინოწმინდა -ახალქალაქის საარჩევნო ოლქის # 23 საარჩევნო უბანზე (სოფელი უჩმანა) ძირითადი საარჩევნო ყუთი დალუქულია სხვადასხვა არაიდენტური ლუქებით. დამკვირვებელი შეეცადა საარჩევნო ყუთისათვის სურათის გადაღებას, რასაც კომისიის თავმჯდომარის მხიდან აგრესია და უბნიდან გაძევების მუქურა მოყვა. დამკვირვებლის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდა ჩანაწერი ჩანაწერთა წიგნში.

# 46 ნინოწმინდა -ახალქალაქის საარჩევნო ოლქის # 51 საარჩევნო უბანზე (სოფელი ოკამი) ადგილი ქონდა სამი პირის მიერ სხვადასხვა დროს არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის მცდელობას, რაც დამკვირვებლის სიტყვიერი რეაგირების საფუძველზე აღკვეთილ იქნა.

# 46 ნინოწმინდა -ახალქალაქის საარჩევნო ოლქის # 26 საარჩევნო უბანზე დადგმულია მხოლოდ ერთი საარჩევნო კაბინა (720 ამომრჩეველზე), რის გამოც ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო უბნაზე კაბინის გარეთ, რითაც ირღვევა კენჭისყრის ფარულობა.

# 46 ნინოწმინდა -ახალქალაქის საარჩევნო ოლქის # 49 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყუმურდო) ადილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც, კომისიის თავმჯდომარეს მცდელობა ქონდა საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო უბნის გარეთ გაეტანა, იმ მოტივით, რომ ამომრჩეველს არ შეეძლო უბნის ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებული იქნა ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ, რის შემდეგადაც დარღვევის მცდელობა აღმოფხვრილ იქნა.

# 46 ნინოწმინდა -ახალქალაქის საარჩევნო ოლქის # 30 საარჩევნო უბანზე სხვა ორგანიზაციის დამკვირვებელმა ხმა მისცა სპეციალური სიის მეშვეობით. # 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანი გაიხსნა 06:35-ზე კომისიის თავმჯდომარის მიერ. შესაბამისად, მოკლევადიან დამკვირვებელს უბანი გახსნილი დახვდა. გარდა აღნიშნულისა, უბანზე ამ დროისათვის არ იყო საჭირო რაოდენობის კომისიის წევრები უბნის გასახსნელად. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სჩანს, რომ ზოგადად უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მიმდინარეობა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად რეალიზების პროცესში.

ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

არჩევნების დღეზე დაკვირვების პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვისა (NED) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42