ბესო ქათამაძის თქმით, ირემაძე რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ „ოცნებაში“ გადავიდა და ამ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ოცნების დავალებით ახდენს:
"ორი დღის წინ ოცნებაში გადასული ბესო ირემაძე აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და ავრცელებს აბსურდულ და ტყუილ ინფორმაციას. ჩემი მხრიდან საარჩევნო უბანზე პრობლემის შექმნა კი არა, მოსახლეობა საშინელი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჩვენ უკვე საკუთარი ხმების დაცვა გვიჭირს. მობილიზებულია მთლიანად გუბერნიის, საკრებულოს, გამეობის თანამშრომლები, რომლებიც პიდაპირ აკონტროლებენ სიებს და შიშის ქვეშ ამყოფებენ ამომრჩევლებს. ასევე არიან ვიღაც რუსები, რომლებიც როგორც ჩანს სიტუაციის დასალაგებლად სჭირდებათ, ასევე მოსახლერობის დასაშინებლად იყენებენ კრიმინალურ ავტორიტეტებს. ამ დროისთვის ნასაკირალში ძალიან დაძაბული და არჩევნებისთვის შეუფერებელი სიტუაციაა"- განაცხადა ქათამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






