აგიტაცია და არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბნებზე - ISFED დარღვევებზე მონაცემებს აქვეყნებს
პოლიტიკა - 11:47, 08 Oct, 2016     1164
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალემენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა
• #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #96 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაგვიანებით შეუშვეს უბანზე იმ მიზეზით, რომ აკრედიტაციას არ ჰქონდა ბეჭედი;
• #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #5 საარჩევნო უბანზე 7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, კერძოდ, უბნის გახსნის პროცედურებზე დასაკვირვებლად, საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები.
საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურასთან დაკავშირებული ხარვეზები
• #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5-ე და #49 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #70 საარჩევნო უბანებზე საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანეს;
• #70 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #58 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა;
• #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით, კერძოდ, ორი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ჩააგდეს;
• #35 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #14 საარჩევნო უბნის გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იქნა მოთავსებული.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება
• #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #11 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რაც აღმოიფხვრა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ;
• #25 მაჟორიტარული ოლქის (სიღნაღი) #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ხელმოწერითა და ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა;
• #31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი) #31-ე, #42 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #32-ე, #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #34-ე და #60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) #2-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმებში შესაბამისი მონაცემები არ შეიტანა;
• #69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბულეტენები სხვადასხვა კონვერტში მოათავსა.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
• #44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალით გამოცხადდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე
• #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
• #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #26 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ამომრჩეველთა რაოდენობას უბანზე, რაც გამოსწორდა დამკვირვებლის მითითების შემდეგ.
წარდგენილი საჩივრები
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 19 საჩივარი, ხოლო, საოლქო კომისიებში 12 საჩივარი. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 30 შენიშვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42