საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ათი საათისთვის
პოლიტიკა - 11:30, 08 Oct, 2016     1452

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:

აღნიშნულის გარდა დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა დამკვირვებლის არშეშვება, საჩივრის დარეგისტრირებაზე უარის თქმა და სხვა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე

ნაძალადევის #26 უბანზე და დიდუბის #11 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრების მხრიდან ადგილი აქვს ეთიკის ნორმების დარღვევას და არასათანადო ქცევას, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს კომისიის საქმიანობაში ჩარევას, რაც არძალულია მოქმედი კანონმდებლობით ნაძალადევის #26 უბანზე „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტის“ დამკვირვებლის მიერ და დიდუბის #11 უბანზე „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის“ დამკვირვებლის მიერ ადგილი აქვს მითითებების გაცემას კომისიის წევრებისათვის და სიტუაციის კონტროლის მცდელობას.

გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ დამკვირვებელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება პრეტენზიები გამოთქვას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს მას ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება განიხილოს დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენციები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ სააარჩევნო ადმინისტრაციას, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევა

თბილისში დაფიქსირდა 2 შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენელმა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ჩაწერა საარჩევნო უბანზე. გვსურს შევახსენოთ მედიის წარმომადგენლებს, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის ცესკოს დადგენილების თანახმად, რომელიც უკავშირდება ფოტოვიდეოგადაღებას, ინტერვიუ ასეთ პირებთან ჩაწერილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობის გარეთ.

დამკვირვებლის უფლების დარღვევა

ზუგდიდში #34 უბანზე შავ-თეთრი ფერის სამკერდე ნიშნის (მოწმობის) გამო საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი. ოლქთან კომუნიკაციის შედეგად პრობლემა აღმოიფხვრა.

კომისიის წევრის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობა

· კრწანისის 8 უბანზე გადასატანი ყუთის სია არ ჰქონდათ და07:30-ზე დაიწყო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სიის შევსება.

· დუშეთის 49 უბანზე 7 საათზე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა მხოლოდ კომისიის 7 წევრი. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მოვალეობის არაჯეროვან/ბრალეულ შეუსრულებლობას.

· ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიებს დაგვიანებით, კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიეწოდათ საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, რაც საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის განმართებით, მათ საარჩევნო დოკუმენტაცია გვიან მიიღეს.

ამასთანავე, საიას ცნობით, რამდენიმე უბანზე გამოვლინდა დარღვევა გადასატანი ყუთების შეთხვევაში, როდესაც წილის ყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ უარი თქვეს გადასატანი ყუთების წაღებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42