უკრაინის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში ჩასვლას აპირებს, მაგრამ ქვეყანაში საბოლოო დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან მას უკრაინაში საქმეები აქვს საკეთებელი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია „112 უკაინა“-ს ეთერში ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი არჩევნების მოგება გაცილებით ადვილი იქნებოდა. მაგრამ ახლა ჩემი პარტია ლიდერობს, ჩემი მეუღლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერია. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების მოგების ძალიან კარგი შანსებია, მე დიდი გეგემები მაქვს უკრაინაში, მე აქ უბრალოდ არ ჩამოვსულვარ, მე ხომ ვიღაც „გასტროლიორი“ არ ვარ, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ აქ ბრძოლის ველი უნდა დავტოვო. მაგრამ ცხადია არჩევნების შემდეგ მე საქართველოში ჩავალ, მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ავიღებ შვებულებას და მომდევნო დღეებში გარკვეულ პროცესებში ჩავერთვები“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმიტომ არ ჩავიდა, რომ არ სურდა ხელისუფლებას ეს სიტუაცია არჩევნებში ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოეყენებინა. „ეს ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






