გია ცაგარეიშვილმა უბნებზე მომხდარ დარღვევებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 10:49, 08 Oct, 2016     1185
,,თავისუფალი დემოკრატები“ ვართ სრულ მზადყოფნაში. უბნებზე არიან ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყველა ხმას“, განაცხადა ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ პრესსპიკერმა თამარ ამაშუკელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

თავისუფალმა დემოკრატებმა მოუწოდეს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შეახსენეს მათ, რომ დღეს საქართველოს ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომ დღეს ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში, რომ თითოეული მათგანის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

,,დღეს თქვენ მიდიხართ არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად, არამედ თქვენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ნუ დარჩებით სახლში, ნუ დარჩებით ამ პროცესის მიღმა. მიდით და შემოხაზეთ ის, ვინც თქვენ შეგიქმნით უკეთეს მომავალს. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვართ სრულ მზადყოფნაში. უბნებზე არიან ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყველა ხმას“, განაცხადა თამარ ამაშკელმა.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვენლმა გიორგი ცაგარეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რომელიც უკვე დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე.

"ზოგიერთ უბანზე უკვე დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, რის შესახებაც უკვე არის შემოსული ინფორმაცია. ქობულეთის #71, #81 , #74 უბანში არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი ფართის სიმცირის გამო. ქობულეთის ასევე #71, #81, # 58 უბანზე ხმა მიაცემინეს ისეთ ამომრჩეველს, რომელიც არ იყო ადგილზე რეგისტრირებული, ასევე ლაგოდეხში #26, #15, #9 უბანზე ქართული ოცნების წევრი და ნაკადის მომწესრიგებელი არ ამოწმებს მარკირებას და ეს იყო აღკვეთილი დაუყოვნებლივ. ასვე სარეგისტრაციო მასალა გამოკრულია კენჭისყრის შენობის სამგორის #11.06.88 და #11.06.90 უბანზე. დარღვევა აღმოფხვრილია ჩვენს მიერ მისი დაფიქსირებისთანავე. გლდანის #22 მაჟრიტარულ უბანში 07:00 საათამდე იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში კომისიის წევრები მაშინ, როდესაც იმ ტერიტორიაზე გადაადგილების უფება არ აქვთ. როგორც ხედავთ ეს საგანგაშო დარღვევები არაა, მაგრამ გვაქვს იმედი რომ უარეს დარღვევებს ვერ ვნახავთ. რაც მთავარია არის გაცილებით მშვიდი გარემო, ვიდრე ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს“- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42