გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა
პოლიტიკა - 21:19, 07 Oct, 2016     1207
აფხაზეთში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 5 ოქტომბრის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 24 ივნისს მიიღო.

მიმდინარე წელს ხსოვნის დღე საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნა, რადგან როგორც ამ თარიღის დაწესების ინიციატორები განმარტავენ, წინასაარჩევნო კამპანიის პიკის პირობებში მიზანშეწონილად არ ჩაითვალა მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება. მიუხედავად ამისა, 5 ოქტომბერს დევნილმა საზოგადოებამ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის პირველმა პირებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, როგორც დედაქალაში, ისე რეგიონებში.

დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართა დედაქალაქში ილორის წმნიდა გიორგის და დემეტრე თავდადებულის ეკლესიებში, სადაც მრევლთან ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები. ქუთაისში წმინდა სიმონ კანანელის ტაძარში გამართულ პანაშვიდს დაესწრნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი.

გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივმისაგებად და სამეგრელოში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებთან შესახვედრად 5 ოქტომბერს ზუგდიდში ჩავიდნენ და ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესიის ტაძარში პატივი მიაგეს თანამემამულეთა ხსოვნას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის სხვა წევრებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42