ბოკერია ამბობს, რომ პარტიას უტყუარი ინფორმაცია თავად ოჯახებიდან აქვს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ პოლიციასა და ჯარისკაცებს შორის მხარდაჭერა არ აქვს.
"ძალიან კარგია, თუ გადაიფიქრეს ეს აბსოლუტურად მავნებლური და შეურაცხმყოფელი ბრძანება. წინასწარ მინდა, ვთქვა, რომ ეს არ დაიმალება. აქ ერთ და ორ ადამიანზე ხომ არაა ლაპარაკი. ეს იქნება დანაშაული და დიდი სირცხვილი. ამიტომაც მოვუწოდეთ, რომ ეს მძიმე შემთხვევა არ დაეშვათ. რაც შეეხება პოლიციას, შეიძლება უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისე, რომ ადამიანებს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ. თუ ამას შეასრულებენ - ანუ შეცვლიან იმ განზრახვას, რაც მათ ნამდვილად ჰქონდათ, ეს მთელს საქართველოს გვეცოდინება. გამოჩნდება, შეცვალეს ეს, თუ კიდევ ერთხელ მოიტყუეს"- თქვა ბოკერიამ.
მისი თქმით, "ჯარისკაცების შემთხვევაში ითქვა, რომ ისინი ვეღარ დატოვებენ ბაზას და ვეღარ მისცემენ ხმას საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საუაბრია არამარტო მათზე, ვინც დატოვებულები იქნენ ბაზაზე და ადგილზე აძლევენ ხმას, არამედ მასიურად სხვებიც. შსს-ს შემთხვევაში კი მითითება იქნა გაცემული, რომ ყაზარმულ რეჟიმზე გადავლენ და შედეგად ვერ მისცემენ ხმას უბნებზე".
მასალის გამოყენების პირობები






