"შიშის, დაზაფრვის პირობებში ცხოვრება, თუ წინსვლა და განვითარება?" - ენმ მოსახლეობისაგან გონივრულ არჩევანს ელის
პოლიტიკა - 14:37, 07 Oct, 2016     3405
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და აღნიშნა, რომ ხვალ საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი, სიძულვილს, დაზაფრვასა, საქართველოს წინსვლასა და განვითარებას შორის უნდა გააკეთოს.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, „ენმ“-ს საარჩევნო კამპანია მმართველი გუნდისაგან განსხვავებით აწყობილი და მიმართული იყო პოზიტივზე და იმ გეგმაზე, რომელიც განსახორციელებელია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ გავაუმჯობესებთ მოსახლეობის პირობებს და ამით ჩვენი კამპანია ძალიან მნიშვნელოვნად და რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების კამპანიისგან, რომელმაც მთელი ეს თვეები გაატარა მოსახლეობის დაშინებაში, დაზაფრვაში, სისხლის ღვრებზე, გადატრიალებაზე ლაპარაკში.

"ამიტომ ხვალ არჩევნებზე თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია, ურჩევნია გააგრძელოს შიშის დაზაფრვის პირობებში ცხოვრება, თუ ურჩევნია საქართველოს წინსვლა და განვითარება.

"მეორე და მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა, ამ კამპანიის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში.

"საქართველოში ტარდებოდა კარდაკარები, მაგრამ ჩვენ ვართ პირველი პარტია და ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ჩვენი ყველა დეპუტატობის კანდიდატი პირადად დადიოდა ოჯახებში და პირადად ნახულობდა ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.

"ამ წუთის მონაცემებით შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები ნამყოფები არიან 307 ათას ოჯახში. ეს არის ყოველი მესამე ქართული ოჯახი, სადაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატები პირადად არიან შესულნი და პირადად აქვთ ნანახი მდგომარეობა და პირადად აქვთ მიცემული დაპირება თუ რას გააკეთებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში “- განაცხადა დავით ბაქარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42