გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
პოლიტიკა - 13:48, 07 Oct, 2016     2235

უკრაინაში ჰეტმან პიოტრ საჰაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო საბჭოს საზეიმო შეხვედრა გაიმართა. აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტ პაველ ტკაჩუკმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. საზეიმო ღონისძიებაზე ქართველ გენერალს დიპლომი, სამახსოვრო მედალი და მანტია გადაეცა. გენერალური შტაბის უფროსმა საპატიო წოდება უკრაინის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აკადემიის რექტორმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერამ და სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობამ განაპირობა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისთვის საპატიო წოდების მინიჭება.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ წოდების მიღება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. 1997-1999 წლებში უკრაინის ეროვნულ აკადემიაში ვსწავლობდი. სამხედრო საქმეში სწორედ აქ მივიღე საუკეთესო ცოდნა და განათლება. უკრაინას, უკრაინელ ძმებსა და თანამებრძოლებს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ვიცით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სამეცნიერო საბჭოს მოწვევით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უახლოეს მოამავალში უკრაინელი სამხედროებისთვის ლექციას წაიკითხავს.

უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიაში სტუმრობისას, ქართველმა გენერალმა სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ კურსდამთავრებულთა ხსოვნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42