„მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ“- უსუფაშვილის წინასაარჩევნო მიმართვა (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:33, 07 Oct, 2016     1291

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართა:

„ხვალ 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს, იმისათვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. ამისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა მოთამაშემ და სუბიექტმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გაართვას თავი ამ ამოცანას. აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პარტიამ განაცხადოს, რომ ის აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას, საკუთარი კვლევებით მიღებულ რიცხვებს.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა თავისი მოვალეობები პირუთვნელად შეასრულონ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ და მოქალაქეობრივი ვალის მოხდისკენ მოუწოდა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში მოსალოდნელია მეორე ტურები, ამიტომ პოლიტიკური პარტიები 8 ოქტომბრიდან შემდგომ პერიოდში სპეკულაციებს უნდა მოერიდონ.

„ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს, ვინც მშენებლობას შეძლებს, გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი, ის ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას, ქვეყნის დაყოფას და დაშლას. მე მინდა გისურვოთ წარმატება, თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ“- განაცხადა დავითუსუფაშვილმა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42