,,ჯეჯელავამ ზეწოლა რომ დაადასტუროს, უნდა გადადგეს... დირექტივას სუს-ის გასცემს“ - ხიდაშელი
პოლიტიკა - 13:27, 07 Oct, 2016     3262
თინათინ ხიდაშელისთვის განათლების მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადება, სადაც ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებზე ზეწოლას კატეგორიულად უარყო მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც "ნიუპოსტს" ხიდაშელმა განუცხადა, დარწმუნებულია, რომ მინისტრს პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ბრძანება არ გაუცია.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ " პედაგოგებს სუს-ი აშანტაჟებს!

"ბატონმა ჯეჯელავამ ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ დაედასტურებინა, მას ჯერ გადადგომის შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა. გასაგებია, მან ეს ინფორმაცია უნდა უარყოს, მისი ფუნქცია ეს არის, ჩემი ფუნქცია კი მოსახლეობის წუხილის საზოგადოებამდე მიტანაა. პედაგოგები საკუთარ არჩევანს ხვალ გააკეთებენ და გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან მიიღებენ - ყველაფერი წესრიგშია ბატონ ჯეჯელავას შეუძლია არ ინერვიულოს, მე ზუსტად ვიცი რომ მან შეიძლება არც იცოდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ამ ინსტრუქციას რესურსცენტრები სუს-ისგან იღებენ და არა განათლების სამინისტროსგან. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტივა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" თინა ხიდაშელმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საარჩევნოდ პედაგოგებზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს ოპონენტებს ბრალდებების გარდა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ყოფნით მყარი პოზიციებისთვის. ეს არის სრული სიცრუე“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42