გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 10:23, 07 Oct, 2016     1656

"დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში" – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არჩევნები ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისათვის. პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს, ევროპულ მომავალს!“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა წესრიგისა და თავისუფალი არჩევნებისთვის სათანადო გარემოს უზრუნველყოფაში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში გადაიდგა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ყველაფერი გააკეთა, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში ჩაივლის და საქართველოს მოსახლეობა, არჩევნებში მონაწილეობით, აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42