საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და აღნიშნაბს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი არის უმნიშვნელოვანესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის თავისუფალი გარემო:
"დარწმუნებული ვარ, სამინისტროს თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული. დარწმუნებული ვარ იმაშიც,რომ ჩვენი მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაიდგა საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
ეს აღინიშნა ყველა ჩვენი მეგობრის მიერ, თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს,რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, დაუჭერენ მხარს, საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარმწუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






