საქართველოს ისტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იგი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, მინისტრი ამასვე მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც:
„მე არ ვერევი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში და ვურჩევ არასამთავრობო სექტორსაც, რომ მიბაძონ ამას და ვაცალოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი, ისე როგორც მათ ეს სურთ და მოსამართლეებს მივცეთ დამოუკიდებლობის საშუალება. თუ იქნება ეს არასწორი არჩევანი, რა თქმა უნდა, თვითონ დაზიანდებიან პირველ რიგში, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ მომავალი თავმჯდომარე იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანი. იმიტომ რომ, ბატონი პაპუაშვილის პირობებში, ბოლო დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის მსხვრევა მიმდინარეობდა მიზანმიმართულად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






