„რესპუბლიკური პარტია“ იქნება პარლამენტში - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 18:03, 06 Oct, 2016     2339

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ შანსებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში იქნება, რადგან ეს პარტია პარლამენტს სჭირდება:

„მე არ ვაპირებ ჩავერთო ამ არც თუ ისე ღირსეულ შეჯიბრში იმის თაობაზე, როცა პოლიტიკური ლიდერები თავად იწერენ შედეგებს და მეტიც, ამით არ კმაყოფილდებიან, სხვებსაც კი უწერენ. მე ყოველთვის ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ თუ ამდენი შეუძლია, რომ დილაობით უცებ გამოიცნოს, რომ ვიღაცამ უკან დაიწია, ვიღაცამ წინ წაიწია, ვიღაცამ მეორეზე. ეს უკვე ცოტა განსხვავებულ ნიჭთან გვაქვს საქმე. იგივე მიხეილ სააკაშვილის სიზმრები, რომელიც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაუძახებს ორ დღეში, ჩამოდი გვიპატრონეო. არც ერთი იქნება და არც მეორე. „რესპუბლიკურ პარტიას“ გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სერიოზულ წარმატებას ამ არჩევნებზე, ეს წარმატება რა კონკრეტული რიცხვით იქნება გამოხატული ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებთ. „რესპუბლიკური პარტია“ იქნება პარლამენტში, პარტია სჭირდება პარლამენტს. მე დარწმუნებული ვარ, საკმარისი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე თვლის ასე და ეს იქნება დადასტურებული მიცემული ხმებით”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42