"ქართული ოცნების" წევრებმა კრწანისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 17:38, 06 Oct, 2016     1523
„8 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - 8 ოქტომბერს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან და არჩევნების გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში” - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კრწანისში გამართული შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს.


როგორც კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად გააკეთებენ სწორ არჩევანს, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, პენსია იყოს ისეთი, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს კეთილდღეობა და ეს ყველაფერი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ძალას, ეს არის „პარტია ქართული ოცნება“, რომლის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, სრულიად საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წელს დაიწყო.

„ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან ბევრი რთული ბარიერები გადავლახეთ, თუმცა ღირსეულად გამოვიარეთ სირთულეები. ჩვენ კარგად გვესმის ყველა პრობლემა, ტკივილი, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის პარტია „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ამ პრობლემების მოგვარება“,-განცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ კრწანისის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი კიდევ ერთხელ წარუდგინა.

„დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით, მერწმუნეთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში გემსახურონ თქვენ, ხალხს. ყველა ტკივილი, ყველა წუხილი, პრობლემა, რომელიც აქვს თითოეულ თქვენგანს, მიიტანოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მთავრობაში და შესაბამისად, ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. მე დღეს მინდა წარმოგიდინოთ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ადამიანები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონდათ ბევრი შეხვედრა, თითოეულ ოჯახში მივიდნენ, ესაუბრნენ, აუხსენეს, თუ რას პირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხალხს, როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი.

„ეს ადამიანები, თქვენთვის ცნობილი ადამიანები არიან. მინდა, წარმოგიდგინოთ ბექა ოდიშარია, რომელიც იქნება ღირსეული წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო კონკრეტული რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ბექა ნაცვლიშვილი ღირსეულად გაართმევს პასუხისმგებლობას თავს და ჩვენს გუნდთან, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგვარდეს. ასევე, მინდა, წარმოგიდგინოთ ქეთი მამულაშვილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოში. გულწრფელად მინდა, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თანადგომით, თქვენი დახმარებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42