წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ - სურვილი, რომლის ასასრულებლად ბუბა კუდავას 30 წელი დასჭირდა
სოც.მედია - 17:00, 06 Oct, 2016     4561

7 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 17ბ-ში წიგნის ახალი მაღაზია – „შაქრო ბაბუა“ იხსნება.

მაღაზია გამორჩეულია თავისი ინტერიერით და ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს სასიამოვნო გარემოს, სხვადასხვა სახეობის ჩაისა და ყავას სთავაზობს.

„შაქრო ბაბუას“ სტუმარს წიგნებთან ერთად შეეძლება შეიძინოს ყველაფერი, რაც წიგნს უკავშირდება – ხელნაკეთი თაროები, მაგიდები, სუვენირები.

სივრცე მუდმივად დაეთმობა წიგნის წარდგინებებს, თანამედროვე ავტორებთან შეხვედრებს, მხატვართა პეროსნალურ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.

„შაქრო ბაბუა“ გთავაზობთ წიგნების ფართო არჩევანს: მხატვრული ლიტერატურა, უახლესი თარგმანები და მსოფლიო ბესტსელერები, თანამედროვე ქართული პროზა და პოეზია, სამეცნიერო და პოპულარული გამოცემები, საბავშვო წიგნები.

წიგნის მაღაზიის გახსნის სურვილზე და ამ მაღაზიისთვის სახელის შერჩევის ამბავზე, წიგნის მაღაზიის მფლობელი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა ფეისბუკზე წერს:

„წიგნის მაღაზიებზე ბავშვობიდანვე ვგიჟდებოდი და იმ დროიდანვე მინდოდა საკუთარი მაღაზია მქონოდა.

3 ათეული წელი დამჭირდა ამ სურვილის ასასრულებლად.

წიგნის მაღაზიის გასახსნელად ყველაზე პოლიტიკური დღის წინა, ყველაზე აპოლიტიკური დღე შევარჩიეთ. ხვალ, როცა დროებით წყდება აგიტაცია, ჩვენ წიგნის აგიტაციას ვიწყებთ.

აქ, ჭავჭავაძის 17ბ-ში, ადრე გამომცემლობა „არტანუჯის“ ოფისი გვქონდა.

კოლექტივი ძირითადად ახალგაზრდული იყო.

მუშაობდა ერთი ხმელი, მაღალი და ხანშიშესული კაციც, რომელიც ყველაზე გვიან მოდიოდა და ყველაზე ადრე მიდიოდა.

შაქრო ბაბუა ყარაული იყო.

ერთხელ შევამჩნიე, რომ ჩაფიქრებული, ხელზე ჩამოყრდნობილი, დიდხანს, ერთ-ერთი კომპიუტერის მონიტორს უყურებდა. კომპიუტერზე მუშაობა არ იცოდა და დავინტერესდი, რამ მიიქცია მისი ყურადღება ასე. ზურგიდან მივადექი და დავინახე, რომ დესკტოპზე დაყენებულ, სვანეთის ერთი ულამაზესი სოფლის ფოტოს მისჩერებოდა. ლატალის თემში დაიბადა და გაიზარდა შაქრო ბაბუა და სოფელ ლაჰილს გასცქეროდა მთელი ბავშვობა საკუთარი სახლიდანაც.

ვერაფრით ეგუებოდა ჩვენს რეჟიმს და სულ გვსაყვედურობდა – წადით დაისვენეთ, ღამე რატომ მუშაობთ, დილას იმუშავეთო...

წლების შემდეგ აქ წიგნის მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ. სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი მოვიწონე.

ერთხელ ძველ ოფისს მანქანით მივადექი, გავაჩერე, შესასვლელთან ამოსულ ვაზს გავხედე და ახალგაზრდა თანამშრომელს განვუმარტე – ეს ვაზი შაქრო ბაბუამ დარგო-მეთქი.

იმწამს მივხვდი, რაც უნდა დამერქმია წიგნის მაღაზიისთვის.

. . . . . . . .

იყო დრო, თბილისში ბევრი წიგნის მაღაზია გვქონდა. მერე ნელ-ნელა ყველა დავიწროვდა და დაიკეტა. მერე დიდი პაუზა იყო. მერე გაჩნდა თითო-ოროლა. მახსოვს, როგორი მოვლენა იყო. მერე მომრავლდა და დღეს უკვე საკმაოდაა.

თუმცა მაინც მგონია, რომ ჩვენი წიგნის მაღაზია განსაკუთრებული და მუდმივად ახალი იქნება.

რატომ?

ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის და იმიტომ.

რითი?

მობრძანდით და ნახეთ.

ხვალ, 7-ში, 7 საათზე, 17ბ-ში.

გელით ხვალაც და მერეც. მერეც და იმის მერეც.“ წერს ბუბა კუდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42