„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ასეთი მშვიდი გარემო არასოდეს არ ყოფილა.
„მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი,დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს. ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე.
ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.ამიტომ, დაველოდოთ 8 ოქტომბერს და შემდეგ ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადებების გაკეთება,თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული, ეს იქნება ძალიან კარგი“ - განაცხადა კახი კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






