საქართველოს პრეზიდენტი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:10, 06 Oct, 2016     1113
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას შეეხო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც სადამკვირვებლო მისიები ახორციელებენ არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს საქართველოში.

"ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთელმა სახელისუფლებო სტრუქტურამ უზრუნველყოს არჩევნების ნორმალურად, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარება.

ის, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად ბევრი მივიდეს არჩევნებზე და, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნები, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე დამკვირვებელთა შეფასებით იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42