ჩაშლილი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში და დაანონსებული ,,დანგრევის სპეცოპერაცია“
პოლიტიკა - 16:21, 06 Oct, 2016     2382

ცნობილი ხდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.

“ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სასამართლოში მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი სავარაუდოდ არ მივიდნენ.

სავარაუდოდ სამივე მოსამართლე მათთვის განსაზღვრულ ორ კვირიან ვადას გამოიყენებს და სავარაუდოდ ამის შემდეგ დაასახელებს სასურველ თავმჯდომარეობის კანდიდატს.

აღსანიშნავია, რომ სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. წინასწარ გავრცელებული ანონსის მიხედვით, მოსამართლეებს საკუთარი კანდიდატურები უნდა დაესახელებინათ.

ქვორუმის არარსებობის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა გააკეთა.

მოსამართლის განცხადებით, თუ პლენუმზე არ მისულ მოსამართლეებს „დასახლებულ კანდიდატებს შორის შეთანხმებისთვის დამატებითი დრო სჭირდებათ, მათ ეს დრო ექნებათ, თუმცა არა 14 დღე“.

„თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს, რომ სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ნორმალური და ეფექტიანი ფუნქციონირება. რა თქმა უნდა ნაწილს ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი პოზიცია,“-განაცხადა ფაფიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს თავმჯდომარის არჩევის საკითხი არც იყო გათვალისწინებული. მოსამართლისთვის გაუგებარია რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი ამ საკითხს.

არა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებააში ვკითხულობთ:

”პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ(ებ)ის წარდგენისა და არჩევის საკითხი”.

ფაფიაშვილის პოზიციას იზიარებს მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას თავად სურდა თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის დაყენება არ ადასტურებს.

„არავითარი სურვილი მე არ მაქვს ამ ეტაპზე კანდიდატურის დაყენებისა, მაგრამ კანდიდატურის დაყენება როგორც იცით არის არა ერთი მოსამართლის პრეროგატივა, არამედ მოსამართლეთა ჯგუფის.

"არაოფიციალური კონსულტაცია ჩვენ კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით არ გვქონია. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დავასახელოთ დღეს 12:00 საათიდან კანდიდატურები,“-აცხადებს მერაბ ტურავა.

კონსტიტუციონალისტებისთვის გაუგებარია, რატომ დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პლენუმის სხდომა დაჩქარებული ვადაში, რომელზეც ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეებს 2 კვირა აქვთ ერთმანეთთან ახალი კანდიდატურის შესარჩევად.

ამ საკითხზე იურისტ ლევან ალაფიშვილს საკუთარი მოსაზრება აქვს. ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს დანგრევის სპეცოპერაცია ფინალურ სტადიაში შევიდა".

იურისტი პროცედურებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სხდომები მოსამართლეთა "მიჯირყვნით" ჩაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42