"შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს "ნაციონალებთან" დაკავშირებით“- კობახიძე ენმ-ს კვალზე მიუთითებს
პოლიტიკა - 14:55, 06 Oct, 2016     3214
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარებას რადგან კვალიფიკაციის მინიჭება საქმისთვის არის სამართლადამცავი ორგანოების კომპეტენცია.

„სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ბუნებრივია ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინცდამაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. კვალიფიკაციის მინიჭება საქმისთვის არის სამართლადამცავი ორგანოების კომპეტენცია. მათ მიანიჭეს საქმეს ის კვალიფიკაცია, რომელიც მიანიჭეს, დანარჩენს უკვე გამოძიების მიმდინარეობა გვაჩვენებს. თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართლდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ბუნებრივია ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის დროს ავტომობილში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, ორივე მათგანი გადარჩა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მძლავრი აფეთქების გამო დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42