"გივი თარგამაძის აფეთქების განზრახ მკვლელობის მუხლით აღძვრა არასწორია, რადგან ეს ტერორისტული აქტი იყო, საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული. სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ. ამიტომ კვალიფიკაციის მუხლები უნდა შეიცვალოს. არ მესმის, ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოები რატომ უნდა გაჯიუტდნენ’’ - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთლმა.
ცნობისთვის ქვეყნის პირველმა პირმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მუხლის გადაკვალიფიცირების მიზანშეწონილობაზე საუბრობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარეც.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის დროს ავტომობილში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, ორივე მათგანი გადარჩა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მძლავრი აფეთქების გამო დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






