"კვალიფიკაციის შეცვლას წინ არაფერი უდგას იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება. ჩვენი მხრიდან, პოლიტიკური კვალიფიკაცია აქვს ამას. ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია. ვინც იცის, რომ პოლიტიკური პერსპექტივები არ აქვს და ამ არჩევნებზე მათი მარცხით უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, სწორედ მათ აწყობთ, რომ ხმაურით ემოციური ფონი მაინც გაზარდონ" - თქვა დეპუტატმა.
"ქალაქის ცენტრში, დეპუტატის მანქანაზე მომხდარი თავდასხმა არ არის რიგითი კრიმინალური შემთხვევა," - ეს შეფასება კი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
ცნობისთვის ქვეყნის პირველმა პირმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მუხლის გადაკვალიფიცირების მიზანშეწონილობაზე საუბრობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარეც.
გიორგი მშვენიერაძე ამბობს:
"სწორი და ლოგიკური იქნება სახელმწიფომ ძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყოს"
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის დროს ავტომობილში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, ორივე მათგანი გადარჩა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მძლავრი აფეთქების გამო დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






