"პროფესიონალმა მანქანა მცირე მუხტით ააფეთქა"- ექსპერტი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე
პოლიტიკა - 12:34, 06 Oct, 2016     18725

თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ჯანო გაგოშიძემ „რადიო თავისუფლების“ ეთერში თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაგოშიძის თქმით დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება პროფესიონალის მოწყობილია, ასაფეთქებლად კი უკანა მხარეს მიმართული მცირე მუხტი გამოიყენეს:

„რაც კადრებიდან ჩანს ერთი შეხედვით, აფეთქება მოწყობილია პროფესიონალის მიერ . სავარაუდოდ წინასწარ არის გათვლილი მუხტი, რომელიც იყო ჩადებული აუცილებლად საბარგულში და მიმართული იყო უკანა მხარეს. მართული ნაღმი იქნა გამოყენებული, რა ტიპის, ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, შეიძლება თვითნაკეთიც იყო. იმიტომ რომ მცირე მუხტი იყო გამოყენებული, რადგან ისეთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც ეს მოხდა იმ დროს, როგორც ამბობენ ბევრი ხალხი იყო, თუმცა ცოტა ადამიანი დაზარალდა. ასე რომ, ცოტა მუხტი იყო ჩადებული. ამას არ შეეძლო, ადამიანებში მსხვერპლი გამოეწვია,იმდენად რამდენადაც, როგორც ჩანს, დახურულ სივრცეში 50 გრამი ტროტილის ექვივალენტის მუხტის გამოყენება მოხდა, რომელსაც მიმართულება გარეთა მხარეს ჰქონდა. იქ ჩანს სურათზე რომ მანქანის უკანა მხარე არის დაშლილი და წინ მიმართულება არ აქვს აღებული. გამომდინარე აქედან, ისხდნენ თუ არა მანქანაში, ეს კიდევ საკითხავია, არ მიუღიათ დიდი სახის დაზიანება. დაზიანდნენ ძირითადად ის ადამიანები, ვინც გარეთ იყო.

დღეს ამ მიმართულებით ისეა განვითარებული შეიარაღება, რომ მაგალითად ჩვენ კანდაში გვაჩვენეს მაგიდასთან მსხდომი ადამიანები, სადაც ისეთი მუხტით მოახერხეს აფეთქება, რომ მხოლოდ ერთი თეფში გადაუტრიალდა. გამოთვლა მაგისი შეიძლება, თუ ამის დრო და საშუალება გააჩნია პროფესიონალს, ვინც ამას აკეთებს. იმდენი ტიპის ნაღმი არსებობს, რომ წინასწარ იმის თქმა, რა ტიპის ნაღმი იქნა გამოყენებული, ძალიან ძნელია. თვითონ თარგამაძემ თქვა, რომ გამოყენებული იქნა დისტანციური მართვის პულტი თუმცა ნაღმი შეიძლება დაყენებული იყო მანქანის უკან სვლაზე, რომელიმე კარის გაღებაზე.“- აცხადებს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42