"მიწის რეგისტრაციის რეფორმის ყველაზე სუსტი რგოლი ამზომველები არიან"- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 12:23, 06 Oct, 2016     7932
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის ორი თვის შედეგები შეაჯამა. მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიწის ამზომველების შესახებაც.

„ორი თვის თავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში ყველაზე სუსტი რგოლი არის ამზომველი. მე დასავლეთ საქართველოში გახლდით ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, არაერთ სოფელში და ყველგან გამოჩნდა, რომ ამზომველი, რომელიც არის ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, რეალურად არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც მოქალაქეს ცხოვრებას გაუადვილებდა. ამიტომაც მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ნუ მიმართავენ ნებისმიერ ბიუროს, რომელსაც შესასვლელზე „ამზომველი“ აწერია, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ამზომველები, რომლებმაც არ იციან მიწის აზომვა. ამიტომაც სოფლის რწმუნებულთან, გამგებელთან, გამგეობებში აუცილებელია, მოვიკითხოთ, რომელი ამზომველია კომპეტენტური, რადგან მხოლოდ კომპეტენტური და სტანდარტებით შესაბამისი აზომვითი ნახაზის პირობებში ანაზღაურებს სახელმწიფო ამზომველის საქმიანობას მოქალაქის ნაცვლად − იქნება ეს სერტიფიცირებული თუ არასერტიფიცირებული ამზომველი. ამზომველებს მინდა, ვურჩიო, რომ მოქალაქეს ნუ ეტყვიან, რომ თითქოს რეფორმა ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ, რომ თავად არ იციან, როგორ აზომონ მიწის ნაკვეთი. რეფორმა დაიწყო პირველ აგვისტოს. დღემდე ჩვენ 80 000 მოქალაქეს ვეხმარებით საბუთების მოძიებაში და 20 000-ზე მეტმა რეგისტრაცია უკვე წარმატებით დაასრულა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42