,,ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ გავამხნევოთ ერთმანეთი. ამ ორი თვის განმავლობაში, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ შემოვიარეთ მთელი გლდანი. შევხვდით თითოელ თქვენგანს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაიღალნენ იმ ვითარებით, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ ასევე არ სურთ დაბრუნდნენ წარსულში 2012 წლამდე. ,,ქართულმა ოცნებამ“ და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოწურა საკუთარი თავი. ეს ორი პოლიტიკური გუნდი არჩევნების წინ ერთმანეთის ლანძღვით აპირებს ამომრჩევლის გულის მოგებას, ვინ ვისზე უარესია - ესაა მათი მთავარი გზავნილი. საზოგადოების უდიდესი ნაწილი დაიღალა ნეგატივებისა და არაფრისმთქმელი დაპირებების მოსმენით. ჩვენ, ,,თავისუფალ დემოკრატები“ ვემიჯნებით ყოველგარ ძალადობას, ყოველგვარ ნეგატივს და ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი აირჩევს, რადგან სწორედ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ შევქმნათ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება და უკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზუსტად ვიცით როგორ მივაღწიოთ პროგრესს და კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ გვიჭერენ მხარს გლდანელები და სრულიად საქართველო. ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ ვართ უკეთესი ალტერნატივა და ჩვენ ამას 8 ოქტომბერს დავამტკიცებთ. გამარჯვებამდე დარჩა 2 დღე! ‘’- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






