„მას შემდეგ რაც ეს ფაქტი მოხდა, ორივე მხრიდან ბრალდებების კასკადი მოდის, როდესაც ასე მძიმე ფაქტი ხდება მე მგონია, რომ პოლიტიკოსებმა უფრო მასშტაბურად და სახელმწიფოებრივად უნდა იაზროვნონ. ჩემი აზრით ეს აქტიც და საქართველოში სიტუაციის დაძაბვაც აწყობს იმ ძალას და იმ ქვეყანას, რომელიც არ არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობით და ევროატლანტიკური არჩევანით. ეს ყველაზე მეტად აწყობს რუსეთს. შეიძლება გავიხსენოთ კარასინის განცხადებები, რომელიც საუბრობდა წინასაარჩევნო დესტაბილიზაციის საფრთხეზე, იმაზე თუ როგორ განვითარდებოდა საარჩევნოდ მოვლენები საქართველოში. ტერორისტულ აქტებს სპეციალისტები ახორციელებენ. სამწუხაროდ ქვეყანაში არაა ის რეჟიმი, რომელიც უნდა შექმნილიყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მიმართებაში. სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც არ უარყოფენ, რომ საქართველო არის ე.წ უსაფრთხო სამოთხე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. შესაბამისად მათი მხრიდან ამის დაგეგმვა და შესრულება სავსებით შესაძლებელი იყო. მე დარწმუნებული ვარ რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენი სპეცსამსახურები შესაბამისად იმუშავებენ ამ საქმეზე.“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა, მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დანაშაული ცხელ კვალზე და აუცილებლად არჩევნებამდე დარჩენილ დროში გაიხსნას.
მასალის გამოყენების პირობები






