სუს-ის წარმომადგენლებმა რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
პოლიტიკა - 10:08, 06 Oct, 2016     1138
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმში: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა და დონორი ქვეყნების მისიების წარმომადგენლებმა გახსნეს.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი.წლევანდელი ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს და განიხილოს რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე.

ფორუმი ასევე მიზნად ისახავს, განსაზღვროს პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება.

„საკითხი ძალიან აქტუალურია და მოითხოვს ძლიერ რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველოსთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ქბრბ რისკების შემცირების კუთხით საქართველოს როლი, როგორც ლიდერის და მოდელის მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და საქართველოს ლიდერობა გამოჩნდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა”- განცხადა გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანჩესკო მიორინიმ.

აღნიშნული ფორუმის მხარდამჭერები არიან: შვედეთის მთავრობა - რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.

ფორუმის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ეროვნულ და საერთაშორისოაქტორებს გააღრმავონ დიალოგი და თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42