ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე წარდგენილი იქნება გიორგი პაპუაშვილის ყოფილი მოადგილე ზაზა თავაძე. ახალი კანონის მიხევდით, თავმჯდომარის ასარჩევად 5 წევრის თანხობაა საჭირო. არ გამოირიცხება, რომ ზაზა თავაძის გარდა კიდევ ერთი კანდიდატი დასახელდეს.
კანონმდებლობა მოსამართლეებს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარსადგენად მაქსიმუმ 14 დღიან ვადას აძლევს.
კონსტიტუციონალისტების განცხადებით საკონსატიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დროს ცხრის ნაცვლად 8 მოსამართლის არსებობამ შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კენჭისყრის დროს ხმები თანაბრად გადანაწილდეს და თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდეს. ამასთანავე ისინი აქცენტს დაჩქარებული ტემპით ჩანიშნულ პირველი პლენუმის სხდომაზე აკეთებენ, რითაც მოსამართლეებს კონსულტაციებისთვის 2 კვირიანი ვადა ჩამოერთვათ.
მასალის გამოყენების პირობები






