მურუსიძე, ახვლედიანი-გვარამიას საუბრის გამოძიებას ითხოვს, ახვლედიანი კი საბჭოს არაკომპეტენტურობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:42, 05 Oct, 2016     1468
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ საგანგებოდ ჩანიშნულ სხდომაზე მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის გაუგებარია რატომ მსჯელობენ მოსამართლეები იმ ფარულ ჩანაწერზე, რომლის ავთენტურობაც ჯერ არ დადგენილა.

„კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი არაკომპეტენტურობა, არაავთენტურ ჩანაწერზე ესეთი კომენტარები აბსურდულია, მიეცათ საშუალება რაღაცა ისაუბრონ. მე ვცდილობ ჩემა საკითხებმა არჩევნებზე გავლენა არ იქონიოს“- აღნიშნა ახვლედიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის საკითხზე დღეს იმსჯელა, სადაც საბჭოს წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სამოსამართლო ეთიკისა და კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს.

სხდომა მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ დაიგეგმა.

„დარღვეული იქნა ამ შემთხვევაში მოქმედი მოსამართლის მხრიდან ყველა ეთიკური წესი და ნორმა, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს იქონიოს კომუნიკაცია და კავშირი მხარესთან ან სხვა პირთან და ისაუბროს სხვა მოსამართლის კვალიფიკაციაზე. ეს არის შეუსაბამო ეთიკის წესებთან და ნორმებთან. რეალური იყო თუ არა ეს ჩანაწერი, ვინმეს მიმართ რაიმე გავლენა ჰქონდა თუ არა კონკრეტულ საქმეზე, ეს უკვე გამოძიების სფეროა და გამოძიება თუ მიიჩნევს, თითოეულ პირს დაკითხვას თუ ვინმე იქნა ხსენებული ამ დიალოგში,“ - განაცხადა საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ.

ფაქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გაირკვა თუ სად იყო საფრთხე.

„გამოძიება ეს არის გამოძიების საქმე, დაწყებულია გამოძიება და რაც გამოვლინდება, ეს არ არის ჩვენი საქმე და ამას არ გვავალებს კანონი. შეფასება რატომ არის მნიშვნელოვანი, რატომ არის, რომ თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირი ლანძღვა-გინება სასამართლო სისტემის.მთელი არასამთავრობო სექტორი, როდესაც ჩვენ ჩავნიშნავდით შეხვედრას, ჩვენთან არ მოდიოდა, მიდიოდა ბატონ მამუკასთან და რეალურად ბატონი მამუკას განცხადებების გამო დადეს დასკვნა, რომ თურმე სასამართლოში ყოფილა კლანი, კორუფცია და ათასი უბედურება.

ჩემო მეგობრები, მე მინდა მივმართო არასამთავრობო სექტორს, ხომ დავინახეთ ახლა რეალურად რაში არის საქმე და რეალური საფრთხეები რა ყოფილა. ფაქტობრივად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი, მიუხედავად ამდენი თავდასხმებისა, თავისი გადაწყვეტილებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეინარჩუნა სასამართლო სისტემა. დაიცვა სასამართლო სისტემა საფრთხისაგან,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42