„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, თუ რატომ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი:
„როდესაც ხდება ისეთი მძიმე შემთხვევა, როგორიც გუშინ ვნახეთ, როემლიც ძალიან დრამატული შედეგით დასრულდა, იმედს ვიქონიებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება, როდესაც აფეთქება ხდება ქალაქის ცენტრში, დეპუტატის მანქანაზე ხდება თავდასხმა, წინა პლანზე მოდის ასეთი შეფასება, პრეზიდენტმა ამას უწოდა ტერაქტი. თავად პრეზიდენტსაც ჰქონდა გუშინ გარკვეული კომუნიკაცია, ამ მოვლენას ვაფასებთ როგორც უმძიმეს მოვლენას. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი ფაქტი ძალიან აზარალებს წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც გვინდოდა რომ ყოფილიყო სტაბილური. სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ის მაინც აღიბეჭდა ბოლო პერიოდში გარკვეული ძალადობრივი აქტებით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






