„საქართველო მომავალშიც ავღანეთის რეგიონულ პარტნიორად დარჩება“- მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 18:30, 05 Oct, 2016     1377
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში ავღანეთის საკითხზე ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.

მაღალი დონის კონფერენციას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივანი, გაეროს გენერალური მდივანი, ავღანეთის პრეზიდენტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბრიუსელის კონფერენცია მიზნად ისახავს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გამახვილა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და კვლავ დაადასტურა მზაობა ხელი შუწყოს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.

„საქართველო, თავისი ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ბრძოლის ავანგარდში რჩება, და მე ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ომისგან დაქანცულ ავღანეთს მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში დაბრუნების გზაზე ეხმარება“ - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით საქართველო, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (ISAF), ასევე მისიის დასრულების შემდეგაც კვლავ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად რჩება.

საქართველო ასევე მზადაა 2016 წლის შემდგომაც გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის ავღანეთს გაუზიაროს გამოცდილება გატარებული რეფორმების კუთხით. მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელიც ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან დააკავშირებს და ახალ იმპულსს შესძენს ამ ხუთ ქვეყანას შორის სავაჭრო და ჰუმანიტარულ კავშირებს. ​

მინისტრის თქმით, „საქართველო მომავალშიც ავღანეთის სანდო რეგიონულ პარტნიორად დარჩება და მას სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციონალური განვითარების პროცესში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42