კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა წინაასარჩევნო დებატების ფორმატში საზმაუსთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ- საია
პოლიტიკა - 16:50, 05 Oct, 2016     1413
საია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს წინაასარჩევნო დებატების ფორმატში საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტიურად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მაუწყებელმა საზოგადოებას სპეციალური გადაცემა - „საპარლამენტო არჩევნები 2016 დებატები“ შესთავაზა. თუმცა, დებატებში მოწვეული 9 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ნომრებიდან მხოლოდ ოთხმა მიიღო მონაწილეობა. დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს - ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა.

მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ წინასარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა, წარმოადგენს ამომრჩევლებისადმი და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულობას.

საია მოუწოდებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, რომ მაქსიმალურად მეტი პატივისცემით მოეკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მაყურებელს და აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში.“- აღნიშნულია საიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42