8 ოქტომბერი საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:17, 05 Oct, 2016     1458
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანში სტუდენტებს შეხვდა და კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ შეაჯამა. გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა სასწავლებლის 300-მდე სტუდენტისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მნიშვნელობაზე, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების ხედვების ერთიანობის აუცილებლობაზე და ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს არის დასკვნითი შეხვედრა იმ მნიშვნელოვანი კამპანიისა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა, რომელშიც ჩაერთო ასობით ახალგაზრდა და რომლის ფარგლებშიც ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა.

კამპანიის არსი და შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ ყველამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.

ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ჩვენ ყველა მტკიცედ ვიტყვით, რომ 8 ოქტომბერი იქნება მომავალი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიან პერიოდში, საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე და ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა.

„25 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და იმ მომენტიდან დაიწყო მუშაობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის და თავისუფლების მისაღწევად.

ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ბევრი გამარჯვება გვქონდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდა ძალიან სერიოზული დარტყმები. დარტყმები, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გადავიტანეთ და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, ქართული საზოგადოება აჩვენებს, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი და პროგრესულად განვითარებადი ქვეყანა და ერთგულნი ვართ იმ ღირებულებებისადმი, რომელიც 25 წლის წინ დავისახეთ - რასაც ჰქვია ევროულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.

ყველაზე მძიმე, რაც ჩვენ განვიცადეთ ეს არის ის ომები, რომელმაც დაგვაზარალა ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ის გახლეჩილი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც დგას მეზობელი, ძალიან ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს ჯარები.

ეს არ იყო ომები მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთში, არამედ ეს იყო ომი, რომელიც მიმდინარეობდა მთელ ტერიტორიაზე, ომი რომელიც მიმდინარეობდა თბილისში, ომი რომელიც გამოიხატებოდა ერთმანეთის გაწირვაში.

ეს სირთულეები ჩვენ გადავლახეთ, დღეს ჩამოყალიბდა და ყალიბდება ძალიან სწორი ხედვა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მე მიხარია, რომ არა ერთი ახალგაზრდა თავისი პატრიოტული მოტივაციით თავის თავს სწორედ ამ მიმართულებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით ხედავს.

იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ღირებულების ირგვლივ. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველას ერთიანი ხედვა იმისა, როგორ, რა საშუალებით, რა გზით ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და როგორ ვიბრუნებთ იმას, რისი წართმევაც არის ისტორიული უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დარღვევა და სამხედრო თვალსაზრისითაც კი აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში ვერავინ გახდა მოგებული, არიან მხოლოდ წაგებული მხარეები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42