,,რთული, მაგრამ საინტერესო საქმე“ - რა შეფასება აქვს ექსპერტ-ბალისტიკოსს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე
პოლიტიკა - 16:48, 05 Oct, 2016     15263
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა, რომელიც გუშინ ააფეთქეს, ამ დრომდე „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ადგილზე გვიან ღამიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც უწყება აცხადებს ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მუხლის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისში ტერაქტი განხორციელდა.

„ნიუპოსტი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობს მკითხველს კომპეტენტური პირების შეფასებები მიაწოდოს.

ამჯერად ჩვენ ექსპერტ - ბალისტიკოსს ზაზა ალთუნაშვილს ვესაუბრეთ. რომელიც ამბობს, რომ ტელეეთერითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით სრული სურათის წარმოდგენა და მით უფრო დასკვნის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.

" მომხდარისათვის კვალიფიკაციის მინიჭება საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მაინც და მაინც ამით დასრულდება. მუხლის გადაკვალიფიცირება კომპლექსური სამუშაოების შედეგად არის შესაძლებელი, უნდა გაირკვეს კონკრეტული პიროვნების მიმართ იყო განხორციელებული თავდასხმა, თუ მომხდარი ჩანაფიქრში ტერორისტულ აქტს გულისხმობდა. ამ ეტაპზე რთულია კვალიფიკაციის განსაზღვრის მართებულობაზე საუბარი, რადგან არ ვიცით რა მასალები აქვთ გამოძიების წარმომადგენლებს. შეფასება საგამოძიებო ნაწილმა უნდა მისცეს"- აღნიშნა ალთუნაშვილმა.

ექსპერტს დასკვნის გაკეთება მხოლოდ ვიდეოკადრებით უჭირს. ალთუნაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას ძალიან რთული და კომპლექსური სამუშაოების ჩატარება მოუწევს.

"ძალიან მწირი ინფორმაციაა, ფოტოებით და სატელევიზიო კადრებით დასკვნის გამოტანა რთულია, კადრებზე არაფერი არ ჩანს, ეს ადგილზე უნდა ინახოს. მწირი ინფორმაციით, დასკვნის გაკეთება რთულია. საშუალება არ არის დეტალურად ნახო, არ ჩანს მანქანის დაზიანება რა ხარისხის არის, რომელ მხარეს არის მიმართული, აფეთქება სპეციფიკურია და ამას კომპლექსური შესწავლა სჭირდება"- თქვა სპეციალისტმა.

რაც შეეხება ასფეთქებელი ნივთიერების გამოყენებას და რამდენად შეიძლება ეს ყოფილიყო ჰექსოგენი, ალთუნაშვილის თქმით, ეს მძლავრი ნივთიერებაა.

"გასარკვევია ნამდვილად ეს ნივთიერება გამოიყენეს თუ არა და იქვე დასადგენია რა მოწყობილობაში გამოიყენეს ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ჰექსოგენისგან რას დაამზადებ ეს არის მთავარი - იყო ეს ქარხნული თუ კუსტარული - ამას უნდა გაეცეს პასუხი"- უთხრა "ნიუპოსტს" ექსპერტ-ბალისტიკოსმა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია მსგავსი მძლავრი აფეთქების შედეგად აალება არ მომხდარიყო, ალთუნაშვილმა განმარტა, რომ "მსგავსი ისტორიები ბევრი ყოფილა, როცა აფეთქებას ცეცხლი არ გამოუწვევია".

რაც შეეხება კიდევ ერთ ვერსიას, რამდენად შესაძლებელია, აფეთქებას უვნებლად გადაურჩეს მანქანაში მჯდომი პირი ექსპერტი ამბობს, რომ სრული სურათის წარმოდგენა მხოლოდ ავტომობილის დათვალიერებით და ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებით შედეგად არის შესაძლებელი, ალთუნაშვილმა არ გამორიცხა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის საბარგულის ქვეშ, გარედან ყოფილიყო დამონტჟებული.

"რთული, მაგრამ საინტერესო საქმეა"- თქვა მან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42