საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა
პოლიტიკა - 15:05, 05 Oct, 2016     2350
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.

პრეზიდენტს კლინიკის დირექტორმა ბაადურ მოსიძემ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა; მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს.

კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო სამართალდამცავებს-ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ამ დაძაბულ ვითარებაში, განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისაგან, ვინც მოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, დღეს საავადმყოფოში არიან მძიმე ჭრილობებით. მათი დაცვა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი. მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ.

კიდევ ერთხელ თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულების მონახულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42