საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფო მინისტრი დავით ბაქრაძე კომენტარს აკეთებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.
"მინდა ყველას მივულოცო ის, რომ დღეს ერთხმად ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას. ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებით,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






