ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თქმი, ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ მიღებული იქნას ერთობლივი განცხადება ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ასევე ქართულ მხარეს ე. წ საზღვრის დელიტიმაციასთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობას შესთავაზებენ. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების იურიდიულ გაფორმებას ითხოვს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმიც.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდი ამჯერადაც ორდღიანია და 4-5 სექტემბერს იმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მისი პირველი რაუნდი გაიმართა 2008 წლის 15 ოქტომბერს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.პირველ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების თემატიკა, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები
მასალის გამოყენების პირობები






