საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 13:40, 05 Oct, 2016     1419
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა მთავრობის კანცელარიაში. დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები შედგებოდა 3 რაუნდისაგან და დასრულდა 7 თვეში.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს და მოასწავებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ადის. „ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. მაშ შემდეგ, რაც 24 წლის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთპატივისცემა, თანასწორი დამოკიდებულება და ურთიერთნდობა დღითი დღე ღრმავდება, საქმიანი ურთიერთობები კი სულ უფრო გრანდიოზულ სახეს იღებს“- განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.

„ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გამოჩენილი კონსტრუქციულობისათვის, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა დღევანდელი შედეგი. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინური მხარის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42