"ხელისუფლება უმძიმეს კრიმინალურ ფონზეა პასუხიმგებელი"- ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 13:25, 05 Oct, 2016     1820
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გუშინ საღამოს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


"ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული დავით კუხალაშვილი იმყოფება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

ჩვენი პოლიტიკური შეფასებით გუშინ საღამოს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ხელისუფლება უმძიმეს კრიმინალურ ფონზეა პასუხიმგებელი, რომელიც ქვეყანაში ბოლო 4 წელია. ეს ყველაფერი მკვლელობებით, ძალადობითა და დაუსჯელობის სინდრომით შეიქმნა. არცერთი სერიოზული საქმე არ არის გამოძიებული. სწორედ ასეთ პირობებში, როდესაც მთელი სამართალდამცავი სტრუქტურები მოშლილია, ტერორისტული აქტი ხდება, რომელიც შევარდნაძის პერიოდს, 90-იან წლებს გვახსენებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშინელი ფაქტები მოხდა. გავიხსენებ ოპოზიციონერ ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმას, კორცხელის ინციდენტსა და ერთი კვირის წინ გორში ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმას, მას პირდაპირ ესროლეს წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქცია ერთ რამეზე მიუთითებს, ბიძინა ივანიშვილს პირადად და მის მარიონეტებს კვირიკაშვილს, კალაძეს და სხვებს აწყობთ ის ქაოსი, დაპირისპირება და არეულობა, რისკენაც ისინი მიგვაქანებენ, რაც აუცილებლად 8 ოქტომბერს უნდა შევაჩეროთ.


ხელისუფლებას თავისი ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, როგორი განწყობები უნდა შექმნან, რომ ტერაქტებით, ძალადობითა და არეულობებით ხელისუფლება შეინარჩუნონ, რასაც ისინი ბუნებრივია ვერ შეძლებენ.

არჩევნებამდე სამი დღეა დარჩენილი და დღეს ჩვენი აქცია რუსთაველზე, ვარდების მოედანზე, სადაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქე თავის პროტესტს ამ უმსგავსობის, კატასტროფის მიმართ გამოხატავს, რასაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა.

არაა ლაპარაკი უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაზე, მომატებულ კრიმინალზე, არამედ ყველა ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და არავინ გრძნობს თავს დაცულად.

ამ ყველაფერს სამ დღეში, 8 ოქტომბერს მშვიდობიანი არჩევნების გზით დავასრულებთ, რადგან ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42