შიდა ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები - ექსპერტი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ორ ვერსიას განიხილავს
პოლიტიკა - 12:52, 05 Oct, 2016     4436
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა - ასეთია სამართალდამცველების პირველადი შეფასება გივი თარგამაძეზე განხორციელებული თავდასხმაზე.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ მიეცა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია, მით უფრო მაში, როცა დეპუტატის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა ქვეყნის პირველმა პირმა.

დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც, ტერორისტულ აქტად აფასებს.

რადიკალურად განსხვავებულია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ბესო ალადაშვილის მოსაზრება:

"ტერაქტი არის აბსოლუტურად სხვა მოვლენა, რომელიც განსაზღვრულია ხალხთა უფრო დიდი მასების ლიკვიდაციისთვის. გუშინ მომხდარი კი თავის არსით განსხვავდება ტერორისტული აქტისგან. შესაბამისად საგამოძიებო ორგანოს მიერ მიერ მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით აღძვრა, სრულიად ლოგიკური და მისაღებია"- განუცხადა "ნიუპოსტს" ალადაშვილმა.

კითხვაზე "ვის შეიძლება აწყობდეს თარგამაძის მკვლელობა"?! - ექსპერტი მმართველი პარტიის ინტერესს გამორიცხავს.

"თავდასხმის უკან ორი მომენტი უნდა განვიხილოთ, პირველი შიდა ძალები იგივე ნაციონალური მოძრაობა, მათ მსგავსი დაძაბულობა სჭირდებათ. მეორე ვერსია კი არის რუსეთის სპეც სამსახურები, რომლებსაც გივი თარგამაძეზე ჯავრი იყარეს. აი ეს ორი ვერსია უფრო რეალურია"- განმარტა ექსპერტმა.

გუშინ საღამოს ”პირიმზესთან“,გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. მომხდარის შედეგად დაშავებულია 4 პირი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც მუშაობენ. სპეციალისტები იმ ბიოლოგიურ ნიმუშებს ამოწმებენ , რომელიც სავარაუდოდ ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან აიღეს. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში ნამსხვრევებია მიმოფანტული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით მყოფი ადამიანები და შენობებიც კი დააზიანა.

ორბელიანის მოედანი ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ სამართალდამცავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42