ენმ-ს ბრალდებებს მთავრობისა და "ოცნების" მიმართ მკაცრი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ - კობახიძე
პოლიტიკა - 12:49, 05 Oct, 2016     2339

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ დანაშაულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფად დადგენას.

“გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ თბილისში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ბრალდებები „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე. გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის. მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ დღვანდელი აქციის მიმდინარეობას, აგრეთვე საარჩევნო პროცესებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, რათა აღიკვეთოს ვითარების დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა. გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ დანაშაულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფად დადგენას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42