საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება. უსუფაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ყოველივე მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის ხდება:
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან, ასევე იმ ძალადობრივ ფაქტებთან, რომლებიც ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ დღეებში. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, ეს ყველაფერი ხდება მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის. აქ სხვა არანაირი საკითხი და არაფერი არ ირკვევა არავის შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორც მათ სურთ. მათ უნდათ, რომ ჩვენ აგვამოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






