გიორგი მარგველაშვილი - ეს არის კრიმინალების ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ
პოლიტიკა - 12:09, 05 Oct, 2016     2265
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტად აფასებს და პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებს და საზოგადოებას მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკოსებს საკუთარ რიგებში მყოფი კრინინალური ელემენტების ლოკალიზაცია მოახდინონ.

„ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ, კრიმინალის ბრძოლა პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ, პოლიტიკურ, დემოკრატიულ პროცესზე.

მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, თუმცა არ ვიცი რამდენად სერიოზულად იაზრებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილნი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები, პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ერთმანეთთან ფიზიკურ ანგარიშწორებას. მათ ჰგონიათ, რომ ასე, პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს - ეს ადამიანები საშიში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისათვის, არამედ პირადად თქვენთვისაც.

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ეს ელემენტები, მიაკითხავენ მათ განახორციელებენ ანგარიშწორებას პოლიტიკური ძალების შიგნითვე.

პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, იპოვნონ ძალა და თავიანთივე პოლიტიკურ პარტიებში, თავიანთივე რიგებში, მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზაცია.

ეს საშიშია კიდევ ერთხელ, არა მარტო საზოგადოებისთვის, არამარტო პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ საშიშია თქვენთვისვე, რომლებსაც შესაძლოა ჰგონიათ, რომ ისინი თქვენი თანამოაზრეები არიან.

თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ ცხოვრებისეული, იცოდეთ, რომ ეს ადამიანები თქვენ მოგაკითხავენ ძალიან ცოტა ხანში. ამიტომ გაცხრილეთ ისინი თქვენი რიგებიდან. თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამ ადამიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ლოკალიზება, ნეიტრალიზება არის არამარტო თქვენი მოვალეობა, არამედ საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობისა და განვითარების წინაპირობა.

თქვენ უნდა იყოთ ბოლომდე დაცლილი ყველა პოლიტიკური კონტექსტიდან. არავის არ უნდა გაუწიოთ ანგარიში. იცოდეთ, რომ ამ თვალსაზრისით საჭიროა, მეტი ინტენსიური მუშაობა.

თუ თქვენ რაიმე ტიპის სირთულე გაქვთ, იცოდეთ, რომ მე ვდგევარ თქვენს გვერდით და მხარს დაგიჭერთ ბოლომდე იმ საქმეში რასაც კრიმინალების დევნა და ნორმალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა, ნორმალური არჩევნების ჩატარება და საქართველოს მოქალაქეებისათვის იმ გარანტიების შექმნა ჰქვია, როცა ისინი პატარა კრიმინალური დაჯგუფებების მძევლები არ იქნებიან.

მე მინდა მივმართო საზოგადოებას- თქვენ ხედავთ რამდენად ნორმალურად და მშვიდად ვითრდება საარჩევნო და საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვართ განწყობილი ერთმანეთს დაპირისპირებისათვის, ჩვენ ვატარებთ ნადვილად, ნორმალურ, პოლიტიკურად ევროპულ სტილში მიმდინარე არჩევნებს, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს არჩევნები ამოაგდონ ნორმალური ევროპული პოლიტიკური პროცესიდან. ეს აწყობს ბევრს, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს წარმატება და საქართველოს ევროპულ ცივილიზირებულ სახელმწიფოდ შედგომავისთვისაც საშიშროებაა.

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ სტაბილურობის, სიმშვიდის, დემოკრატიული განვითარების ირგვლივ, მოვახდინოთ ასეთი ელემენტების ლოკალიზება და გაუნებელყოფა.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა და ეს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განწყობა, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც უყურებს არჩევნებს არა, როგორც ომს, არამედ, ქვეყნის გაძლიერებისა და განმტკიცებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს ეს განწყობა გაიმარჯვებს. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ჩვენ ვაზროვნებთ სხვანაირად და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას იმისთვის, რომ ერთმანეთის ცემით, სროლით და აფეთქებით, რამე განწყობა შევქმნათ ამ ქვეყანაში.

აქედან გამომდინარე, მე ისევ მინდა დავუბრუნდე ჩვენ მთავარ მიზანს და მისიას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2016 წლის 8 ოქტომრის არჩევნები შედგეს, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, დეპუტატის მანქანის აფეთქების შედეგად დაზარალებული უდანაშაულო ადამიანები უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდებიან და ტერაქტის შედეგად მსხვერპლი არ გვეყოლება.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42