"საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!"- კობახიძე თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 11:28, 05 Oct, 2016     5468
პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს, საკანონმდებლო ორგანოს ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ფეისბუკზე ეხმიანება. კობახიძის თქმით, წინასაარჩევნოდ არეულობა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აწყობს:

"ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა! უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ, მადლობა ღმერთს, რომ ვინმეს სიცოცხლე არ შეიწირა ამ აფეთქებამ. კარგია, რომ თარგამაძე უვნებლად გადარჩა. თუკი ვინმეს არ აწყობს, ხელს არ აძლევს, არ უნდა და არ გეგმავს ასეთ რამეს, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა! აუცილებლად, უსწრაფესად უნდა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა. მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ ასეთი "ტერაქტები", დესტაბილიზაცია, ადამიანური მსხვერპლი, არეულობა ამ წინასაარჩევნოდ სურს და აწყობს ერთადერთ ძალას, რომლისთვისაც უცხო არ არის ასეთი "ტერაქტების" დადგმა თუ მოწყობა, იმდენად თეთრი ძაფით ნაკერია, საზოგადოების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც კი არ ეპარება, რომ სცენარის ავტორიც, რეჟისორიც და შემსრულებლებიც, სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ, ასე როგორ უნდა გაიტეხო სახელი, რომ სიბრალულის, თანაგრძნობის განცდა გაუქრო ადამიანებს და დაზარალებულიც კი დამნაშავედ მოევლინო. 2008 წლის მაისი, არჩევნები, ზუგდიდი და ხურჩა გამახსენა ამ ამბავმა, სხვა ყველაფერთან ერთად. საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!"-წერს მანანა კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42