საბაჟო სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 10:22, 05 Oct, 2016     1527
„თურქეთის მხარეს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება,“ - აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა, ბიულენთ თუფენქჯიმ განაცხადა.

სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასა და სავაჭრო ბრუნვის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელობას.

„ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, არამედ ტრანზიტული თვალსაზრისთაც,“ - განაცხადა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა.

თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

„დღეისთვის, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე მუშაობს 3 საბაჟო-გამშვები პუნქტი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ სამივე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერთობლივი მართვა გვექნება. ინფორმაციას გავცვლით ელექტრონულად, რაც დააჩქარებს ტრანზიტს, რასაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო დავალება თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, დაიწყოს ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „მარადიდი-მურათლის“ მშენებლობა, რისთვისაც თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი სოლიდარობისათვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკურებული იყო გადატრიალების მცდელობიდან ძალიან მოკლე ვადაში პრემიერ- მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42