გიორგი ქვრივიშვილის ორგანიზებით კასპში მასშტაბური კონცერტი გაიმართა
პოლიტიკა - 10:15, 05 Oct, 2016     2265
კასპის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი ქვრივიშვილის ორგანიზებით კასპში მასშტაბური კონცერტი ჩატარდა. კასპის რაიონის მაცხოვრებლებისთვის ნინო ჩხეიძემ, მარკუს მეტრეველმა, გია ნიკოლაძემ ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შეასრულეს.ღონისძიება, რომელზე დასასწრებადაც ხუთი ათასამდე ადამიანი მივიდა, თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ წაიყვანეს. აღმაშენებლის ქუჩაზე გამართული საღამო ფოირვერკმა დააგვირგვინა.

გიორგი ქვრიშვილი: „კასპში განსაკუთრებული მუხტით, ერთობით და გულწრფელი ემოციებით სავსე დღე იყო. უამრავი ადამიანი შეიკრიბა,მიუხედავად იმისა,რომ გზის გადაკეტვა დაგეგმილი არ გვქონდა, ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეში ადგილი აღარ იყო, ხალხი რაიონის უკლებლივ ყველა სოფლიდან ჩამოვიდა. იმდენად დიდი ერთობა და უშუალობა იგრძნობოდა, რომ უამრავი ადამიანი სცენაზეც კი ავიდა, რომ საყვარელ მომღერლებთან ახლოს ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი შეკრებილებს მოსვლისთვის, ასეთი ემოციებისთვის, ჩემი მხარდაჭერისთვის და ვიმეორებ იგივეს, რაც კასპელების წინაშე ვთქვი–ჩვენი რაიონი იმსახურებს ახალ ცხოვრებას, დიდ სიახლეებს და განსაკუთრებით ყურადღებას. კასპს გამოცოცხლება სჭირდება! ვფიქრობ,რომ ეს დღე ჩვენი გამარჯვების და წინსვლის საწინდარი იქნება!“

ცნობისთვის, გიორგი ქვრივიშვილი მაჟორიტარად კასპში თავისი კანდიდატურის წარდგენამდე კიევის ყოფილი მერის, მილიარდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის საინვესტიციო ფონდს 5 წელი ხელმძღვანელობდა, ქვრივიშვილი წარმოშობით კასპიდან არის.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42