გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ხალხი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი:
„ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი და ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ხალხი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ვისაც ჰგონია , რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების.
P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება“, - წერს მიხეილ სააკიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






