„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა კოგრესმენ სტივ რასელთან როემლიც თბილისში იმყოფება. შეხვედრისას განვიხილეთ წინა საარჩევნო გარემო. კონგრესმენი რასელი არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ სტივ რასელმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებსა და არაფორმალურ მმართველობაზე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე ისაუბრა. სადაც მან საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.
“მოხარული ვარ რომ საქართველოში ვიმყოფები საპარალამენტო არჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ საქართველოსთან გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები.” განაცხადა სტივ რასელმა.
მასალის გამოყენების პირობები






